საქართველო

საქართველოს ისტორია

 

შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მოქცეულ ხმელეთს ძველმა ბერძნებმა კავკასია უწოდეს. კავკასიის შუაგულში, ზღვის ნაპირზე, კავკასიონის ქედსა და კავკასიის სამხრეთ მთიანეთს შორის მოქცე-ულია ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ორი მესამედი ზღვის დონიდან 100 მ-ის ზევით მდებარეობს.

ეს საქართველოა.ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამ და მისმა გამოცხადებამ სახელმწიფო რელიგიად, ძლიერი ბიძგი მისცა ქართული ტომების გაერთიანებას, ერთიან ერად ჩამოყალიბებას და ერთიანი ქართული კულტურის განვითარებას.

ქრისტიანობის მიღება ქართველი ერის ისტორიული გამძლეობის საფუძველი გახდა. თუმცა ამ ერთიანობაში თითოეულმა ტომმა, თუ ეთნიკურმა ჯგუფმა მოიტანა თავისი სპეციფიკური ადათ-წესები, ტემპერამენტი, ყოფითი ჩვევები. ქართული კულტურისათვის ნიშანდობლივი პოლიფონიურობა სავსებით შეესაბამება ქართველთა საცხოვრებელი გარემოს ნაირგვარობას, ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებას, ისტორიული პროვინციების თვითმყო ფადობას.ქართული ცეკვების მრავალფეროვნება სწორედ ამ პოლიფონიით არის ნასაზრდოები.

საქართველოს განსხვავებული გეოპოლიტიკური მდებარეობა გახდა მისი ტრაგიკული ისტორიის მთავარი მიზეზი. აქ გადიოდა აბრეშუმის დიდი გზა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი საქარავნო მარშრუტები. აქ გადის რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის შემაერთებელი სახმელეთო მაგისტრალი. ბუნებრივია, ამ საბედისწერო გზაჯვარედინის ხელში ჩაგდების მსურველთა რიცხვი აურაცხელი იყო საუკუნეთა მანძილზე. განცვიფრებას იწვევს იმ სახელმწიფოების უბრალო ჩამოთვლაც კი, რომლებთანაც პატარა საქართველოს უხდებოდა ბრძოლა თავისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე; რომის იმპერია, არაბთა ხალიფატი, სელჯუკთა სასულთნო, ხვარაზმის სამეფო, მონღოლთა სახანოები, ოსმალთა იმპერია, სეფიანთა ირანი…

ასეთი მრისხანე მოწინააღმდეგეებისათვის მცირერიცხოვან ერს უნდა დაეპირისპირებინა უზადო საბრძოლო ხელოვნება, რომ გადარჩენილიყო. ეს შესნიშნავადაა ასახული უამრავ საბრძოლო ილეთში, რომლებიც სტილიზებული სახით გვხვდება ისეთ ცეკვებში როგორებიცაა:»მთიულური», «ხანჯლური“, «მხედრული“ხორუმი», და «ხევსურული» საცეკვაო პლასტიკის ენით შეგვიძლია ამოვიკითხოთ ქართული საბრძოლო ხელოვნების კონტურები. წლების მანძილზე გაუთავებელი ომებით წელში გაწყვეტილმა საქართველომ ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობა აირჩია.

ეს კი საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებით და უზარმაზარ იმპერიაში ჩანთქმით დამთავრდა. თუმცა ორასწლიანი პოლიტიკური არსებობის მიუხედავად, არსებობა არ შეუწყვეტია არც ქართულ ენას და არც ქართულ კულტურას.

ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ახლა, როდესაც საქართველო კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა.რაც შეეხება ქართულ ცეკვას, რომელმაც შემოინახა ქართველი ერის სულიერი კატაკლიზმების უტყუარი ანარეკლი, მან სწრაფი ევოლუცია განიცადა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

akopov43@gmail.comსაქართველო